2018 წლის 1 თებერვლიდან IV-3 კლასში დაწყებულია საწრეო მუშაობა.თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია,რომელიც გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.იგი იძლევა ეფექტიანი,ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას.მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა,მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერების შესასწავლად,სიტუაციის გასაანალიზებლად და ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად.
No comments:
Post a Comment