Saturday, November 12, 2016


  ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავაცანით ტრენერს ჩვენს მიერ შერჩეული თემები,  ვაჩვენეთ ინტეგრირება სხვა საგნებთან  და გავაკეთეთ აქტივობების მოკლე მონახაზი.მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდულის ნაწილი.შევავსეთ შაბლონის მიხედვით სასწავლო პროექტის გეგმა.გავაკეთეთ თემის მონახაზი,ჩავწერეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.კურსის რესურსში შევიტანეთ  ბლუმის განახლებული ტაქსონომიის,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ნიმუშების,მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების პრეზენტაციის შაბლონები.
ამ ტრენინგზე ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკის ფლობა.
   ტრენინგის დასასრულების შემდეგ ყველა საკითხი იყო გასაგები,ტრენერმა  საკითხზე მიმართულება მოგვცა ნათლად.სახლში მუშაობისას აღმოჩენილ გაურკვეველ საკითხებზე კითხვით მივმართავ ტრენერს უკვე არსებულ ბლოგზე.

No comments:

Post a Comment