Friday, November 25, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე იყო ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო.ვიმუშავეთ ბლოგზე.შევქმენით დიზაინი,ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა,ფოტოს და ვიდეოს ატვირთვა.power point-ში word-ის დოკუმენტის ატვირთვა. ამ ტრენინგზე ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკის სრულად ფლობა.მადლობა ტრენერს.

Sunday, November 13, 2016

მეოთხე დღე


ტრენინგის მეოთხე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია დავალების,განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

ტრენინგის ფარგლებში  ვიმუშავეთ მოსწავლის წინარე ცოდნის  დასადგენ ინსტრუმენტზე. მივიღეთ დავალებები.

პროექტზე  მუშაობის პერიოდში ბუნდოვან საკითხებზე მივმართავ ტრენერს.მადლობა მარეხს.

Saturday, November 12, 2016


  ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავაცანით ტრენერს ჩვენს მიერ შერჩეული თემები,  ვაჩვენეთ ინტეგრირება სხვა საგნებთან  და გავაკეთეთ აქტივობების მოკლე მონახაზი.მესამე დღეს გავიარეთ მეორე მოდულის ნაწილი.შევავსეთ შაბლონის მიხედვით სასწავლო პროექტის გეგმა.გავაკეთეთ თემის მონახაზი,ჩავწერეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.კურსის რესურსში შევიტანეთ  ბლუმის განახლებული ტაქსონომიის,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ნიმუშების,მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების პრეზენტაციის შაბლონები.
ამ ტრენინგზე ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკის ფლობა.
   ტრენინგის დასასრულების შემდეგ ყველა საკითხი იყო გასაგები,ტრენერმა  საკითხზე მიმართულება მოგვცა ნათლად.სახლში მუშაობისას აღმოჩენილ გაურკვეველ საკითხებზე კითხვით მივმართავ ტრენერს უკვე არსებულ ბლოგზე.

Sunday, November 6, 2016

ტრენინგის მეორე დღე

     

   ინტელის ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.გავეცანით  შაბლონებს და შაბლონის მიხედვით ავაწყვე პუბლიკაციის ჩეკლისტი და ბროშურა.

   შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის განთავსება.


   ტრენინგის  პირველი დღე

         ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის ზოგად შინაარსს.VIEWER-ის მასალებს,შინაარსს და რესურსებს.21-ე საუკუნის უნარებს და პროექტის პორტფოლიოს შექმნის პრინციპს.