Sunday, December 11, 2016
Saturday, December 10, 2016
მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მეექვსე და მეშვიდე მოდული.გავიგეთ რას გააკეთებს მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი.შევქმენით დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის.შევქმენით ხარაჩო მოსწავლის პრეზენტაციითვის.ჩემი სურვილია ტრენინგისთვის უფრო მეტი დრო იყოს გამოყოფილი,რადგან ტრენინგის დასასრულისკენ უფრო ნათლი გახდა ყველა დავალება.
მადლობა მარეხის ,რადგან ცდილობდა პირველი სამუშაო დღიდან აეხსნა ნათლად ჩემთვის თითოეული საკითხი.
მადლობა მარეხის ,რადგან ცდილობდა პირველი სამუშაო დღიდან აეხსნა ნათლად ჩემთვის თითოეული საკითხი.
Sunday, December 4, 2016
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკას,შეფასების სტრატეგიებს.გავიარეთ ორგვარი შეფასების ფორმა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე.ვიმუსავეთ ჩვენს პორტფოლიოში რუბრიკაზე-შეფასება.
Saturday, December 3, 2016
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროცედურებზე დამოუკიდებლად.შემდეგ ჩვენი ნამუშევარი გაუზიარეთ მეწყვილეს და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაციები.ავირჩიეთ ერთი ჯგუფი,რომლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია ავაწყვეთ.ჩემთვის მარტივი იყო ამ დღეს მუშაობა ტექნიკური თვალსაზრისით,რადგან ვიმუშავე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ პროგრამაში power point-ში.
Friday, November 25, 2016
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე იყო ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო.ვიმუშავეთ ბლოგზე.შევქმენით დიზაინი,ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა,ფოტოს და ვიდეოს ატვირთვა.power point-ში word-ის დოკუმენტის ატვირთვა. ამ ტრენინგზე ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკის სრულად ფლობა.მადლობა ტრენერს.
Sunday, November 13, 2016
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია დავალების,განვიხილეთ
ჩვენს მიერ შედგენილი ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგის ფარგლებში ვიმუშავეთ მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენ ინსტრუმენტზე. მივიღეთ დავალებები.
პროექტზე მუშაობის
პერიოდში ბუნდოვან საკითხებზე მივმართავ ტრენერს.მადლობა მარეხს.
Saturday, November 12, 2016
ტრენინგის მესამე
დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავაცანით ტრენერს ჩვენს მიერ შერჩეული თემები, ვაჩვენეთ ინტეგრირება სხვა საგნებთან და გავაკეთეთ აქტივობების მოკლე მონახაზი.მესამე
დღეს გავიარეთ მეორე მოდულის ნაწილი.შევავსეთ შაბლონის მიხედვით სასწავლო პროექტის
გეგმა.გავაკეთეთ თემის მონახაზი,ჩავწერეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,გავეცანით
მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.კურსის რესურსში შევიტანეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის,მიმართულების მიმცემი
საკვანძო სიტყვების ნიმუშების,მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების პრეზენტაციის
შაბლონები.
ამ ტრენინგზე ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკის
ფლობა.
ტრენინგის დასასრულების შემდეგ ყველა საკითხი
იყო გასაგები,ტრენერმა საკითხზე მიმართულება
მოგვცა ნათლად.სახლში მუშაობისას აღმოჩენილ გაურკვეველ საკითხებზე კითხვით მივმართავ
ტრენერს უკვე არსებულ ბლოგზე.Sunday, November 6, 2016
ტრენინგის მეორე დღე
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.გავეცანით შაბლონებს და შაბლონის მიხედვით ავაწყვე პუბლიკაციის ჩეკლისტი და ბროშურა.
შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის განთავსება.
Subscribe to:
Posts (Atom)