Sunday, March 25, 2018

     2018 წლის 1 თებერვლიდან IV-3 კლასში დაიწყო საწრეო მუშაობა მათემატიკაში,რომელიც სემესტრის განმავლობაში დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში.საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა  ლოგიკური უნაე0\ცვებ=ვების უნარების წარმოჩენა და განვითარება.მოსწავლეებთან  შეხვედრები იმართება კვირის ყოველ ხუთშაბათ დღეს V გაკვეთილზე.შეხვედრისას ვმუშაობთ იმ . რაოდენობების შეფასებასა და სეკრებაში,პერიოდების მიმდევრობების გავრცობასა და შედარებაში,მოცემული ფრაგმენტის მიხედვიტ მიმდევრობის ტანმიმდევრულ პოზიციის განსაზღვრაში..ყოფიტი დანიშნულების საგნების შერჩევაში გეომეტრიული ფიგურების დასახელებაში.




Sunday, March 18, 2018

ისტ-ს გამოყენება სასწავლო პროცესში

2018 წლის 2 თებერვლიდან IV-3 კლასში დაიწყო სასწავლო პროცესში ისტ-ს გამოყენება.

საწრეო მუშაობა

2018 წლის  1 თებერვლიდან IV-3 კლასში დაწყებულია საწრეო მუშაობა.თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია,რომელიც გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.იგი იძლევა ეფექტიანი,ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას.მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა,მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერების შესასწავლად,სიტუაციის გასაანალიზებლად და ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად.



Sunday, December 11, 2016

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღეს გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების-პროექტების პრეზენტაცია.

Saturday, December 10, 2016

მერვე დღე

   ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მეექვსე და მეშვიდე მოდული.გავიგეთ რას გააკეთებს მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი.შევქმენით დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის.შევქმენით ხარაჩო მოსწავლის პრეზენტაციითვის.ჩემი სურვილია ტრენინგისთვის უფრო მეტი დრო იყოს გამოყოფილი,რადგან ტრენინგის დასასრულისკენ უფრო ნათლი გახდა ყველა დავალება.
მადლობა მარეხის ,რადგან ცდილობდა პირველი სამუშაო დღიდან აეხსნა ნათლად ჩემთვის თითოეული საკითხი.

Sunday, December 4, 2016

მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკას,შეფასების სტრატეგიებს.გავიარეთ ორგვარი შეფასების ფორმა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე.ვიმუსავეთ ჩვენს პორტფოლიოში რუბრიკაზე-შეფასება.

Saturday, December 3, 2016

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროცედურებზე დამოუკიდებლად.შემდეგ ჩვენი ნამუშევარი გაუზიარეთ მეწყვილეს და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაციები.ავირჩიეთ ერთი ჯგუფი,რომლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია ავაწყვეთ.ჩემთვის მარტივი იყო  ამ დღეს მუშაობა ტექნიკური თვალსაზრისით,რადგან ვიმუშავე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ პროგრამაში power point-ში.