Sunday, December 11, 2016

მეცხრე დღე

პროექტის მეცხრე დღეს გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების-პროექტების პრეზენტაცია.

Saturday, December 10, 2016

მერვე დღე

   ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მეექვსე და მეშვიდე მოდული.გავიგეთ რას გააკეთებს მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი.შევქმენით დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისთვის.შევქმენით ხარაჩო მოსწავლის პრეზენტაციითვის.ჩემი სურვილია ტრენინგისთვის უფრო მეტი დრო იყოს გამოყოფილი,რადგან ტრენინგის დასასრულისკენ უფრო ნათლი გახდა ყველა დავალება.
მადლობა მარეხის ,რადგან ცდილობდა პირველი სამუშაო დღიდან აეხსნა ნათლად ჩემთვის თითოეული საკითხი.

Sunday, December 4, 2016

მეშვიდე დღე

  ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკას,შეფასების სტრატეგიებს.გავიარეთ ორგვარი შეფასების ფორმა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე.ვიმუსავეთ ჩვენს პორტფოლიოში რუბრიკაზე-შეფასება.

Saturday, December 3, 2016

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროცედურებზე დამოუკიდებლად.შემდეგ ჩვენი ნამუშევარი გაუზიარეთ მეწყვილეს და მისგანაც მივიღეთ რეკომენდაციები.ავირჩიეთ ერთი ჯგუფი,რომლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია ავაწყვეთ.ჩემთვის მარტივი იყო  ამ დღეს მუშაობა ტექნიკური თვალსაზრისით,რადგან ვიმუშავე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ პროგრამაში power point-ში.